ბარნელაცელი 70 – მეტრიბუზინი 700 გ/კგ

ბარნელაცელი 70

ჰერბიციდი

მოქმედი ნივთიერება: მეტრიბუზინი 700 გ/კგ

პრეპარატული ფორმა:წყალში დისპერსირებადი გრანულები.

დანიშნულება: მაღალეფექტური სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი და  მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ კარტოფილში, პომიდორსა და სოიოს ნათესებში. ჰერბიციდი მოქმედებს, როგორც ფოთლებიდან ისე ნიადაგიდან. ანადგურებს  უკვე ამოსულ და  მზარდ სარეველებს. სარეველების ადრეული განადგურება ხელს უწყობს  იმას, რომ  მხოლოდ კულტურა იღებს სასიცოცხლო ნივთიერებებს, წყალს, სინათლეს. იგი აღწევს სარეველას ქსოვილში, აჩერებს ფოტოსინთეზის პროცესს.

რეკომენდებული ხარჯვის ნორმების გამოყენებისას პრეპარატი უსაფრთხოა ფუტკრებისათვის. დაუშვებელია პრეპარატის და მისი ნარჩენების, ასევე გამოყენებული ტარისა და შესაფუთი მასალის წყალსატევებში მოხვედრა.

თავსებადია მრავალ  პესტიციდთან, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტესტი.

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

პრეპარატის მოხმარებისას საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება: სპეცტანსაცმელი, სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, ბამბა-დოლბანდის პირსაკრავი. გამოყენებისას აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, მოწევა.  გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ წყლით და საპნით. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა.

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი სარეველა პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(/ჰა, კგ/ჰა, /კგ/)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი

რებული) სამუშაების დაწყების დრო

პამიდორი ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი 1.1-1.4 ნიადაგის შესხურება ჩითილების გადარგვამდე -(1) -(7)
სოიო 1 სარეველების შესხურება15-20 დღეში ჩითილების გადარგვიდან 30(1) 7(3)
კარტოფილი ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი 1.4-2.1 ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე -(1) 7(3)

 

 

By |2018-10-11T17:59:58+00:00Οκτώβριος 11th, 2018|ჰერბიციდი|0 Comments

Leave A Comment