ზერო – 480 გ/ლ გლიფოსატის იზოპროპილამინის მარილი

ზერო

ჰერბიციდი

მოქმედი ნივთიერება: 480 გ/ლ გლიფოსატის იზოპროპილამინის მარილი;  360 გ/ლ გლიფოსატის მჟავა

პრეპარატული ფორმა: წყალხსნარი.

1 ლ

სისტემური მოქმედების არასელექციური ფართო სპექტრის ჰერბიციდი. იგი სრულიად ანადგურებს ერთწლიანი, მრავალწლიანი, ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების მწვანე მასას, ღრმად აღწევს ფოთლებსა და ფესვებში.

გამოიყენება ვენახში, ხეხილის ბაღებში, ციტრუსების ნარგავებში და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სარეველების წინააღმდეგ.  ასევე ხე-ბუჩქოვანი მცენარეების გასანადგურებლად.

სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე.

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

პრეპარატის მოხმარებისას საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება: სპეცტანსაცმელი, სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, ბამბა-დოლბანდის პირსაკრავი. გამოყენებისას აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, მოწევა.  გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ წყლით და საპნით. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა.

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი სარეველა პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(/ჰა, კგ/ჰა, /კგ/)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო
ხეხილი ვაზი, ციტრუსი ერთწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები 2-4 შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით) -(1) 7(3)
ხეხილი, ციტრუსი მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები 4-8 შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით) -(1) 7(3)
ვაზი მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები 4 შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით) -(1) 7(3)
მარცვლოვნები მრავალწლიანი, ერთწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები 2-4 ნათესების შესხურება მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე (მარცვლის ტენიანობის არა უმეტეს 30%-ისას) მარცვლის შესაშრობად და ნაწილობრივ სარეველების დასათრგუნად -(1) 7(3)
სათესი მინდვრები ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები 2-4 ვეგეტირებულ სარეველებზე შესხურება მოსავლის აღების შემდეგ -(1) 7(3)
ჩაი (სანერგეები და მრავალ- წლიანი ნარგავები) მრავალწლიანი ფესურიანი, ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 5.2 ვეგეტირებული სარეველების შესხურება, განმეორებით 50 დღის შემდეგ -(2) 7(3)
ქალაქის (სოფლის) ობიექტები არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვან- მერქნიანი მცენარეულობა 4-6 ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში -(1) 7(3)
ტყის სანერგეები, ანეული მრავალწლიანი და ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 3-8 სარეველების შესხურება ყვავილობამდე ან ყვავილობისას -(1) 7(3)

 

2018-10-11T16:55:10+00:00