ფუნგიკინგი – პროპინები 700 გ/კგ

ფუნგიკინგი

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: პროპინები 700 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი

1 კგ

დანიშნულება:  მაღალეფექტური, კონტაქტური მოქმედების საბაზისო ფუნგიციდი, ვაშლის ქეცის, ვაზის ჭრაქის, კარტოფილის და პომიდორის ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, კიტრის ჭრაქის და სხვა კულტურების დაავადებათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკური დამუშავების დროს. ფუნგიკინგს გააჩნია ლოკალური პროფილაქტიკური და  სამკურნალო თვისებები, ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი,  ამავე დროს იგი წარმოადგენს თუთიის , როგორც საკვები  ელემენტის  წყაროს მრავალი კულტურისათვის.

თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან.

მოქმედების მექანიზმი: ფუნგიკინგი ახშობს  სპორების განვითარებას. უჯრედის დონეზე იგი ზემოქმედებას ახდენს იმ არხებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სოკოს სუნთქვის პროცესს,  ნახშირწყალბადისა და  პროტეინის მეტაბოლიზმს, შლის უჯრედის მემბრანის წარმოქმნის პროცესს.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდირებული დოზებით გამოყენების  შემთხვევაში ფიტოტოქსიკურობა გამორიცხულია და არ არის საშიში ფუტკრებისათვის.

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების

რეკომენდაციას

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

პრეპარატის მოხმარებისას საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება: სპეცტანსაცმელი, სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, ბამბა-დოლბანდის პირსაკრავი. გამოყენებისას აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, მოწევა.  გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ წყლით და საპნით. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა.

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(/ჰა, კგ/ჰა, /კგ/)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი

რებული) სამუშაების დაწყების დრო

ვაზი ჭრაქი 2-2.5 30(2-3) 7(3)
ვაშლი ქეცი, მონილიოზი 2-3 30(2-4) 7(3)
კიტრი, პამიდორი (ღია გრუნტი) ჭრაქი, ფიტოფტორა 1.2-2.25 20(3) 7(3)
ნესვი, საზამთრო ჭრაქი 1.5-.2.5 30(3-4) 7(3)
ციტრუსები ანთრაქნოზი, ნაცრისფერი ობი 5-6 შესხურება ვეგეტაციის დასაწყისში, ნაყოფების შეკვრამ-დე და მეორე ვეგე-ტაციის დასაწყისში. 1(4) 10(3)
კარტოფილი ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი (მაკროსპორიოზი) 1.2-2.25 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 40(4) 7(3)

 

 

 

2018-10-11T15:52:17+00:00