პენკილერი – პენკონაზოლი 100 გ/ლ

სისტემური მოქმედების ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი – 100 გ/ლ

პრეპარატული ფორმა – ემულსიის კონცენტრატი

დანიშნულება: გამოიყენება ვაზის, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის, ბოსტნეული დეკორატიული კულტურების, კენკროვნების ნაცროვანი დაავადებებისგან დასაცავად.

პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ისექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით უსაფრთხოებისა და გამოყნების ინსტრუქციას.

პენკონაზოლი 100/პენკილერი
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/, კგ/ტ)

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კიტრი (ღია გრუნტი) ნაცარი 0.15 20(2)
კიტრი (დახურული გრუნტი) ნაცარი 0.25-0.4 3(3)
ვაშლი ნაცარი 0.3-0.4 20(4)
ვაზი ნაცარი 0.15-0.25 21(3)
ატამი ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე 0.5-1 20(4)
მარწყვი ნაცარი 0.3-0.5 -(2)
შავი მოცხარი ამერიკული ნაცარი 0.2-0.4 20(4)
ჟოლო მეწამული ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე 0.3-0.6 -(2)
ვარდი, მიხაკი, ქოთნის ყვავილები ნაცარი, ჟანგა 0.4-1 14(3-4)

შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ 0-35° C ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ტოქსიკურობის კლასი : III – მცირე საშიშროების მქონე. იწვევს თვალების გაღიზიანებას. მავნეა გადაყლაპვისას

ტოქსიკურია თევზებისათვის

პრეპარატისგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინეთ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროს მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

2018-10-11T14:46:35+00:00