მაქსიმო – მეტალაქსილი 40 გ/კგ + მანკოცები 640 გ/კგ

მაქსიმო

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: მეტალაქსილი 40 გ/კგ + მანკოცები 640 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები

1 კგ

დანიშნულება: კონტაქტურ-სისტემური მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდი ვაზის, ბოსტნეული კულტურების, კარტოფილისა და სხვა ტექნიკური კულტურების ჭრაქოვანი დაავადებებისგან დასაცავად.

პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან.

შეშხურებათა შორის ინტერვალი 10-14 დღე, კლიმატური პირობების მიხედვით.

 

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

 

პრეპარატის მოხმარებისას საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება: სპეცტანსაცმელი, სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, ბამბა-დოლბანდის პირსაკრავი. გამოყენებისას აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, მოწევა.  გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ წყლით და საპნით. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა.

 

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

 

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(/ჰა, კგ/ჰა, /კგ/)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი

რებული) სამუშაების დაწყების დრო

კარტოფილი ფიტოფთოროზი, ალტერნარიოზი 2- 2.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,5-0.6% სამუშაო ხსნარით 14(3) 7(3)
ვაზი ჭრაქი 2.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(4) 7(3)
პამიდორი (ღია გრუნტი) ფიტოფთოროზი, ალტერნარიოზი 2.5

 

14(4) 7(3)
კიტრი (ღია გრუნტი) ჭრაქი 2.5 10(3) 7(3)
ხახვი 2.5 15(3) 7(3)
2018-10-11T14:50:40+00:00