მანკოში 80 – მანკოცები 800 გ/კგ

მანკოში 80

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: მანკოცები 800 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი.

დანიშნულება: ვაზის, პომიდორის, კარტოფილის, კარტოფილის (სათესლე), ვაშლის, მსხალის, კიტრის სოკოვანი დაავადებებისაგან დასაცავად (ფიტოფთოროზი, მაკროსპორიოზი, ალტერნრიოზი, ჭრაქი, ქეცი, ანთრაქნოზი, რიზოქტონიოზი, პერონოსპოროზი). პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკურად და ავლენს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

თავსებადია მცენარეთა დაცვის საშუალებათა უმეტესობას. არ შეიძლება ტუტე რეაქციის ფუნგიციდებთან შერევა.

რეკომენდებული ხარჯვის ნორმების გამოყენებისას პრეპარატი უსაფრთხოა თბილსისხლიანებისა და ფუტკრებისათვის, მცირედ ტოქსიკურია თევზებისათვის.

პრეპარატის მოხმარებისას საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება: სპეცტანსაცმელი, სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, ბამბა-დოლბანდის პირსაკრავი. გამოყენებისას აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, მოწევა.  გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ წყლით და საპნით. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა.

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა

(/ჰა, კგ/ჰა, /კგ/)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი

რებული) სამუშაების დაწყების დრო

კარტოფილი ფიტოფთოროზი, მაკროსპორიოზი 1.2-1.6 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2% სამუშაო ხსნარით: პირველი პროფილაქტიკური, შემდეგი 7-12 დღის ინტერვალით 20(5) 7(3)
 პამიდორი (ღია გრუნტი) ალტერნრიოზი 2.0-3.0 “შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2% სამუშაო ხსნარით: პირველი პროფილაქტიკური, შემდეგი 7-10 დღის ინტერვალით 30(6) 7(3)
ვაზი ჭრაქი 2.5-3 40 (2) 7(3)
ვაშლი, მსხალი ქეცი 2.5-3 40 (4) 7(3)
ციტრუსები ანთრაქნოზი 2-2.5 ტუბერების დამუშავება -(1) -(-)
კარტოფილი, (სათესლე) რიზოქტონიოზი 1.2-1.6  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10 (3) 7 (3)
კიტრი (ღია გრუნტი) პერონოსპოროზი 1.2-1.6 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2% სამუშაო ხსნარით: პირველი პროფილაქტიკური, შემდეგი 7-12 დღის ინტერვალით 20(5) 7(3)

 

2018-10-11T14:57:05+00:00